ინდოეთის მოსახლეობა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს გადასანერგად  თირკმელს სთავაზობს

ინდოეთში სოციალური ქსელების მომხმარებლები ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს სუშმა სვარაჯს გადასანერგად  თირკმელს სთავაზობენ. მოსახლეობამ აქტიურობა მას შემდეგ დაიწყო, რაც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სოცქსელებში დაწერა, რომ ის ანალიზებს აბარებს და ორგანოს გადანერგვისთვის ემზადება.
54 წლის საგარეო საქმეთა მინისტრი ქრონიკული შაქრის დიაბეტით არის დაავადებული. ის ნოემბრის დასაწყისში ჰისპიტალიზებული იყო.
სუშმა სვარაჯმა ტვიტერში დაწერა, რომ ის ყველას დიდ მადლობას უხდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები