გიორგი კვირიკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ზაზა თავაძეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. პრემიერმა ზაზა თავაძეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი სასამართლოს დამოუკიდებელი და ეფექტური ფუნქციონირების მნიშვნელობას, ასევე – მიმოიხილეს სასამართლოს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი სხვადასხვა ღონისძიებები.
შეხვედრისას საუბარი შეეხო სასამართლოში წარდგენილი სარჩელების რაოდენობის ზრდას და დაიგეგმა გარკვეული მატერიალურ-ტექნიკური ხასიათის აქტივობები, მათ შორის მომხსენებელი მოსამართლის ავტომატური, ელექტრონული წესით შერჩევის სისტემის დანერგვა; ასევე – საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის მუშაობის ეფექტურობის ზრდასთან დაკავშირებული საკითხები, რაც სასამართლოს ადამიანის უფლებათა დაცვის კონსტიტუციური ფუნქციის სრულფასოვნად შესრულებაში დაეხმარება.
მხარეებმა ასევე განიხილეს ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის სამზადისთან დაკავშირებული საკითხები, რომლის გამართვა 2017 წლის ივნისში ბათუმში იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები