აშშ და ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ევროკავშირის ლიდერები ბერლინში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ იუწყება.
„ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სანქციები გაგრძელება იქამდე, ვიდრე მინსკის შეთანხმებები არ შესრულდება“ – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ბარაკ ობამამ. ამასთანავე მან განაცხადა, რომ მსოფლიოს წინაშე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად რუსეთთან თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს.
ბერლინში გამართულ შეხვედრაში აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის და ესპანეთის ლიდერები მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები