„უკრაინსკაია პრავდა“: სააკაშვილი შესაძლოა საქართველოს გადასცენ

გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოსთვის ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის გადაცემის საკითხი განიხილება. საქართველოში სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდას“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებულმა წყარომ აცნობა. ამ ინფორმაციის მიხედვით, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობას ვერ ჩამოართმევენ, ამიტომ ამჟამად საქართველოს მოთხოვნით მისი გადაცემის საკითხის შესაძლებლობა განიხილება.
ცნობისთვის მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბერს ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა და ამის მიზეზად ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებაში არსებული კორუფცია დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები