„ფოლკსვაგენი“ 30 ათას სამუშაო ადგილს ამცირებს

გერმანული ავტომწარმოებელი „ფოლკსვაგენი“ 30 ათას სამუშაო ადგილს ამცირებს. აქედან 23 ათასმა თანამშრომელმა სამსახური გერმანიაში დაკარგა.
სამუშაო ადგილების შემცირების შემდეგ კომპანია 2020 წლამდე 3,9 მილიარდი დოლარის ეკონომიას გეგმავს. მთლიანად მსოფლიო მასშტაბით „ფოლკსვაგენის“ საწარმოებსა და ოფისებში 600 ათასი ადამიანი მუშაობს.
დაზოგილ თანხებს კომპანია ელექტრომობილებისა და უპილოტო ავტომობილების განვითარებაზე დახარჯავს.
“ფოლკსვაგენის” გარშემო სკანდალი 2015 წელს აგორდა, როდესაც გაირკვა რომ ავტომწარმოებელი აშშ-ში დიზელის ძრავების მავნე ნივთიერებების ტესტების შედეგებით  მანიპულირებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები