მერილინ მონროს კაბა აუქციონზე 4 მილიონ 800 ათას დოლარად გაიყიდა

მე-20 საუკუნის 50-იანი წლების ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობის, მერილინ მონროს კაბა ბევერლი-ჰილზის აუქციონზე 4 მილიონ 800 ათას დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ამ კაბაში მერილინ მონრომ ცნობილი სიმღერა „გილოცავთ დაბადების დღეს, ბატონო პრეზიდენტო“ შეასრულა, რომლის ადრესატი აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი ჯონ კენედი იყო. მონროს კაბის საწყისი ფასი 3 მილიონი აშშ დოლარი იყო. ეს აუქციონზე გაყიდულ ტანსაცმელში გადახდილი ყველაზე დიდი თანხაა.
ამ კაბას, ისევე როგორც სხვებს, უშუალოდ მსახიობის ტანზე კერავდნენ გადაღებამდე ან გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები