პრეზიდენტი მზადაა სარეზერვო ფონდიდან დააფინანსოს პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებულთა საადვოკატო მომსახურება

გიორგი მარგველაშვილი მზად არის პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებულთა უფლებების აღსადგენად ადვოკატების მომსახურება პრეზიდენტის ფონდიდად დააფინანსოს.
საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას მთავრობის წევრებს წინადადებით მიმართა, რომ პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებულ პირებმა ჯანმრთელობის სპეციალური პაკეტით ისარგებლონ.
„ არ შემიძლია არ შევეხო პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებულთა საკითხს. ნათლად მესმის, რომ ამ ადამიანების უფლებების აღდგენა ერთი მხრივ სამართლიანობის საკითხია, ხოლო მეორე მხრივ რეალური წინაპირობაა, შერიგებული, უფრო სტაბილური საზოგადოების შესაქმნელად. თუმცა, გამოჩნდა ისიც რომ, პოლიტიკოსებს ხშირ შემთხვევაში ამ პიროვნული ტრაგედიების არა გადაწყვეტა, არამედ მუდმივი პედალირება უფრო აწყობთ. ამ ადამიანების ციხიდან გათავისუფლების შემდეგ საკმარისი დრო გავიდა. თუმცა, დღეს მათი უმრავლესობა უმუშევარია, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, იმყოფება მძიმე მატერიალურ პირობებში და კვლავაც რჩება ნასამართლევი. ეს საკითხი მე შარშან, ყოველწლიური მოხსენების დროს წამოვწიე, შედეგად პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ინიციტივა, ამ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს გააგრძელოს ბრძოლა საკუთარი უფლებების აღსადგენად სასამართლო ინსტანციებში. ამ უფლების უზრუნველსაყოფად მე მზად ვარ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოვყო თანხა საადვოკატო მომსახურებისათვის. აქვე გთავაზობთ განიხილოთ წინადადება, რომ სახელმწიფომ ეს ადამიანები საჭიროების შემთხვევაში ჯანდაცვის სპეციალური პაკეტით უზრუნველყოს,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები