უამინდობის გამო მოსულზე შეტევა შეჩერდა

ერაყელმა სამხედროებმა და მათმა მოკავშირეებმა ცუდი ამინდის გამო ერაყის ქალაქ მოსულზე შეტევა შეაჩერეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ერაყელი სამხედროების ინფორმაციით, ცუდი ამინდის გამო ავიაციის მოქმედება შეზღუდულია.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“, რომლებიც ქალაქს აკონტროლებენ, შეიარაღებულ ძალებს სერიოზულ წინააღმდეგობას უწევენ. ისინი სნაიპერებს და თვითმკვლელებს იყენებენ.
მოსულზე შეტევის ოპერაციაში 50 ათასი ადამიანი მონაწილეობს.
ერაყელი სამხედროების და პოლიციის გარდა, ქალაქის შტურმში ქურთი და შიიტი მოხალისეები და პოლიციის ავიაცია მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები