რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სირიის საკითხზე ტრამპის გუნდთან მოლაპარაკებები გაიმართება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ ბოგდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან და მის გუნდთან სირიის პრობლემის მოგვარებაზე მოლაპარაკებებს იწყებს. ამის შესახებ რუს ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ ბოგდანოვმა განუცხადა.
„ახლა არის მნიშვნელოვანი გადამწყვეტი მომენტი. აშშ-ის სათავეში დონალდ ტრამპის გუნდი მოდის. ახლა ვიწყებთ კონტაქტებს ადამიანებთან, რომლებიც ახალ პრეზიდენტთან ერთად იმუშავებენ,“ – განაცხადა ბოგდანოვმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ დონალდ ტრამპის გუნდთან კონტაქტები უფრო კონსტრუქციული იქნება და სირიის პრობლემის მოსაგვარებლად ახალი ეფექტური გზები იქნება მონახული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები