თურქეთში მაღაროს ჩამონგრევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მაღაროს ჩამონგრევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN Тurk იუწყება.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, ვინაიდან მიწის ქვეშ ჯერ კიდევ რჩება 10 მაღაროელი.
ტრაგედია ქალაქ შირვანის მახლობლად, სიირტის პროვინციაში მოხდა. ავარიის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები