ყველაზე ხანდაზმული კოსმონავტი ქალი, 57 წლის პეგი უიტსონი კოსმოსში მესამედ გაფრინდა.  

ამერიკელი კოსმონავტი ქალი, რეკორდსმენი პეგი უიტსონი ბაიკონურის კოსმოდრომიდან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მესამედ გაფრინდა. ის კოსმონავტიკის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული კოსმონავტი ქალი გახდა. უიტსონი 57 წლის არის. ამის შესახებ “ბი-ბი-სი“ იუწყება.
ამერიკელი ასტრონავტი რუს და ფრანგ კოსმონავტებთან ოლეგ ნოვიცკისთან და  ტომ პესკესთან ერთად გაფრინდა. ფრანგი კოსმოსში პირველად გაფრინდა.
ეკიპაჟი საერთაშორისო სადგურზე შაბათს მივა. 2017 წლამდე ისინი რამდენიმე მნიშვნელოვან ექსპერიმენტს ჩაატარებენ.
მომდევნო წლის მაისში უიტსონი კიდევ ერთ რეკორდს დაამყარებს – ის კოსმოსში ყველა სხვა ამერიკელ ასტრონავტზე მეტ ხანს გაატარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები