ლიბიის სანაპიროებთან ასამდე მიგრანტი დაიღუპა

დღეს ლიბიის სანაპიროებთან ასამდე მიგრანტი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას უცხოური მედიასაშუალებები ავრცელებენ.
სააგენტო „ფრანსპრესის“ ცნობით, ორი დღის განმავლობაში დაღუპული ან დაკარგულია 340 მიგრანტი. ორგანიზაციის „ექიმები საზღვრებს გარეშე“ ინფორმაციით, 27 მიგრანტის გადარჩენა მოხერხდა. ისინი იტალიაში შეიყვანეს.
როგორც გადარჩენილები აცხადებენ, ისინი ზღვაში ნავით ორშაბათს, ტრიპოლის სანაპიროდან გავიდნენ, მაგრამ მოვაჭრეების კატერმა, რომელიც თან ახლდა მათ ნავს, მიატოვა და ბედის ანაბარა დატოვა. შედეგად, გადატვირთულ ნავში შტორმის შედეგად წყალი დაგროვდა და ჩაიძირა.
ასზე მეტი მიგრანტიდან 27 გადარჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები