ობამა ტრამპს მოუწოდებს, საერთაშორისო ნორმებიდან გადახვევის შემთხვევაში რუსეთს წინ აღუდგეს

ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ახალარჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, რუსეთს წინ აღუდგეს, თუ ეს უკანასკნელი აშშ-ის ღირებულებებიდან და საერთაშორისო ნორმებიდან გადაუხვევს.

ამის შესახებ ობამამ ბერლინში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა აღნიშნა, ის დაიმედებულია ტრამპის პოზიციით იმის შესახებ, რომ ეს უკანასკნელი ნატო-ს ერთგული რჩება.
განცხადება ობამამ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ გააკეთა.
ლიდერების თქმით, მათ უკრაინისა და სირიის კრიზისზე, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაზე, ასევე აშშ-ში გამართული არჩევნების შედეგებზე ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები