აშშ-ში დაზვერვის უფროსი გადადგა

აშშ-ის დაზვერვის უფროსი ჯეიმს კლეპერი თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნულ ინფორმაციას „ბი ბი სი“ ავრცლებს. როგორც წყარო წერს, კლეპერმა ამის შესახებ განცხადება კონგრესში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისივე თქმით, ის თანამდებობაზე აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე დარჩება. კლეპერი აცხადებს, რომ აშშ-ის დაზვერვაში 50 წლის განმავლობაში მუშაობს და დღეს შეერთებული შტატები ყველაზე სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ცნობისთვის, ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობა აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტების შემდეგ შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები