ფატუ ბენსუდა – საერთაშორისო სასამართლო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებას გააგრძელებს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის მიუხედავად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის გარემოებების გამოძიება გაგრძელდება. ამის შესახებ საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ სააგენტო „ასოშიეტედ პრესს“ განაცხადა.
ფატუ ბენსუდას განცხადებით, გამოძიება გაგრძელდება და 2008 წლის ომის მტკიცებულებების მოსაპოვებლად, ჰააგის სასამართლო „სხვა გზებს“ მიმართავს.
საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წევრობაზე რუსეთის ხელისუფლებამ 16 ნოემბერს უარი ოფიციალურად განაცხადა, დოკუმენტს პრეზიდენტმა პუტინმა მოაწერა ხელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები