სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (166.96 გრ.) და ოქროს ჯართი (85.54 გრ.) აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფრომაციით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 14,505.77 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 14,505.77 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები