თურქმა სამხედროებმა გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვეს

გერმანიის ქალაქ რამშტაინის მახლობლად თურქეთის სამხედრო ბაზაზე მომსახურე რამდენიმე თურქმა სამხედრომ გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
სამხედროების განცხადებით.ამის მიზეზი თურქეთში 2016 წლის 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ შექმნილი პოლიტიკური სიტუაციაა.
კონკრეტულად რამდენმა სამხედრომ მიმართა გერმანიას თავშესაფრის თხოვნით, უცნობია. რამშტაინის სამხედრო ბაზაზე ამჟამად 40 თურქი სამხედრო მოსამსახურე და მათი ოჯახის წევრები იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები