ბექა ბექაური: თუ ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლა დანაშაულია, გამოვიდნენ და თქვან გამომძიებლებმა

მილსადენის აფეთქებაში მე თავს არანაირად არ ვცნობ დამნაშავედ – ამის შესახებ ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობის საქმეზე ბრალდებულმა ბექა ბექაურმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
როგორც ბექაურმა აღნიშნა, მას “სხვა რაღაც“ ჰქონდა განზრახული.
“მილსადენის აფეთქებაში მე თავს არანაირად არ ვცნობ დამნაშავედ. მე სხვა რაღაც მქონდა გამიზნული. თუ ის, რაც გამიზნული მქონდა დანაშაულია, მაშინ გამოვიდნენ პროკურორები და გამომძიებლები და თქვან საჯაროდ, რომ ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლა და ნებისმიერი ქმედება მათ წინააღმდეგ დანაშაულია”, – განაცხადა ბექა ბექაურმა.
ბრალდებულის თქმით, იარაღი, რომელიც სამალავებში იყო მას ეკუთვნოდა და მასთან ერთად დაკავებულმა პირებმა მისი გეგმების შესახებ არაფერი იცოდნენ.
“არც ჯაბა მელქაძე და არც ნური ჭკადუა არ იყვნენ საქმის კურსში, რას ვაკეთებდი მე. უბრალოდ მოხდა გამომძიებლების მიერ გარკვეული ფსიქოლოგიური ზეწოლა მათზე, რათა ეღიარებინათ, რომ იცოდნენ ის თუ რა იგეგმებოდა”, – განაცხადა ბექა ბექაურმა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ტერაქტის საქმეზე სუს-მა 7 პირი დააკავა, აქედან 5-ს უშუალოდ ტერორისტულ აქტის ჯგუფურად მომზადებას ედავებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები