უკრაინის რადა ევროკავშირს წლის ბოლომდე ვიზების გაუქმებას სთხოვს

უკრაინის უმაღლესი რადა ევროკავშირს ქვეყნის მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას წლის ბოლომდე სთხოვს. რადას მიერ მიღებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკრაინამ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა 100%-ით შეასრულა.
უკრაინის პარლამენტი კვლავაც გამოთქვამს მზადყოფნას ევროკავშირთან ერთად ისეთ გამოწვევებს და საფრთხეებს ერთობლივად ებრძოლოს, როგორებიცაა უკანონო მიგრაცია, ორგანიზებული დანაშაული და ტერორიზმი.
ანალოგიური თხოვნით უმაღლესმა რადამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს და აღმასრულებელ ხელისუფლებასაც მიმართა.
როგორც რადის სხდომაზე დეპუტატმა ირინა გერაშენკომ განაცხადა, უკრაინამ ევროკავშირის ყველა მოთხოვნა შეასრულა ყველა სირთულის, მათ შორის აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის მიუხედავად.
უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხს დღეს ევროკავშირის ქვეყნების ელჩები განიხილავენ. საქართველოსთვის ევროკავშირის საბჭომ დადებითი დასკვნა უკვე გამოიტანა. როგორც „ტვიტერში“ რადიო „თავისუფლების ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი წერს, რომელიც საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმი მინიჭების საკითხს აქტიურად აშუქებს, „უკრაინა უვიზო რეჟიმს აუცილებლად მიღებს, მაგრამ კონკრეტული თარიღის დასახელება არავის შეუძლია. რამდენიმე დღის წინ იოზვიაკმა გამოთქვა ვარაუდი, რომ, უკრაინა და საქართველო უვიზო რეჟიმს მომავალი წ;ლის თებერვალ-მარტში მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები