ყაზბეგსა და სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

ყაზბეგსა და სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს -ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, 9 – 10 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ყაზბეგი“ და „სადახლო – საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (ჯამური წონა 108,91 გრ.) აღმოაჩინეს.
მათივე ინფორმაციით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 6,855,99 ლარი შეადგინა.
უწყებაში განმარტავენ, რომ საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, საერთო ჯამში, ფულადი ჯარიმა 6,855,99 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები