რუსეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო დატოვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვით მოსკოვი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრობაზე უარს აცხადებს.
„მიღებულ იქნას რუსეთის იუსტიციის სამინისტროს წინადადება, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, უმაღლეს სასამართლოსთან, გენერალურ პროკურატურასთან და საგამოძიებო კომიტეტთან არის შეთანხმებული. გაეროს გენერალურ მდივანს შესაბამისი შეტყობინება გაეგზავნოს, რომ რუსეთის საერთაშორისო სასამართლოს ტოვებს“ – წერია პუტინის ბრძანებულებაში.
ეს განკარგულება ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, რომლის შტაბ-ბინა ჰააგაში მდებარეობს, სხვა საქმეებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულებსაც შეისწავლიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები