ცესკომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა. აღნიშნული მონაცემების თანახმად, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა მიმდინარე წლის არჩევნებზე 3 513 884 იყო.
არჩევნების შედეგები გაბათილდა და განმეორებითი კენჭისყრა აღარ გაიმართა 10 უბანზე. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 825 054-მა ამომრჩეველმა. საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა, ვინც ბარიერი გადალახა და პარლამენტში მოხვნენ არიან: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 477 053 ხმა, “დავით თარხან -მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიაცია” 88 097 ხმა, “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო” 856 638 ხმა.
“ქართული ოცნებიდან” პატლამენტის წევრად აირჩიეს 115 დეპუტატი, “ნაციონალური მოძრაობიდან” 27, “პატრიოტთა ალიანსიდან” 6, “თოფაძე მრეწველებიდან” 1 და საინიციატივო ჯგუფიდან 1 დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები