მურატ ჯიოევი: საქართველო სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას ვიზების მიღებაში ხელს უშლის

ოკუპირებული აფხაზეთის და  სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას საქართველოს ხელისუფლება ვიზების, პირველ რიგში კი შენგენის ვიზების მიღებაში ხელს უშლის, – ამის შესახებ სააგენტო „ტასს“ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა განუცხადა.
ჯიოევის თქმით, ამ საკითხს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ჟენევის დისკუსიებზე დააყენებს, რომელიც 13-14 დეკემბერს გაიმართება.
„საქართველოს ხელისუფლება ყველგან აგზავნის წერილებს, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან, ვიზები არ მისცენ. ხშირ შეთხვევაში ვიზების მიღებაზე უარს იმ ადამიანებსაც ეუბნებიან, ვინც სამხრეთ ოსეთში დაიბადა და ამჟამად რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს“, – აცხადებს ჯიოევი.
ასევე, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს აჩვენოს, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებები ირღვევა, რაც, ჯიოევის თქმით, „სიმართლეს არ შეესაბამება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები