ფესტივალი „საჩუქარი“ – სპექტაკლს „მედეა:მასალა“ კინომსახიობთა თეატრი უმასპინძლებს

15, 16 ნოემბერს, 20:00 საათზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ სპექტაკლს „მედეა: მასალა“ წარმოადგენს.
სპექტაკლი ფესტივალისა და იტალიის საელჩოს ახალი პროგრამის “ფოკუსშია იტალია” ფარგლებში იმართება. სპექტაკლის რეჟისორია კარმელო რიფიჩი.
„მედეას თხრობა თუ პოეტური დღიური მისი ცხოვრების ასეთ უზარმაზარ, დაუსრულებელ კოშმარს წააგავს… მსახიობი თითქოს საკუთარი არსების ყველაზე შავბნელ მხარეებსა და საკუთარი სიცოცხლის ყველაზე ტრაგიკულ გაელვებაზე გვიამბობს. ეს აღსარებაა. აღსარებაა თუ თხრობა წამებად ქცეული საკუთარი ცხოვრების შესახებ… ეს სპექტაკლი განკურნების პროცესს წააგავს – ჩვენ ხომ უნდა ვიგრძნოთ ტკივილი, იმისათვის, რომ ზუსტმა დიაგნოზმა საბოლოოდ შვება გვაგრძნობინოს. ეს სპექტაკლი მსხვერპლშეწირვაა – მედეა საკუთარ არსებას კაცობრიობის სამსხვერპლოზე დებს და რიტუალი საკუთარი „მეს“ განადგურებისა, რომელსაც თავად ეს სპექტაკლი წარმოადგენს, გვიხსნის ჩვენ“… – აღნიშნულია ანოტაციაში.
სპექტაკლზე 16 წლამდე ბავშვები არ დაიშვებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები