თსუ „თბილისის წიგნის დღეებზე“

17-20 ნოემბერს თსუ წიგნის მაღაზიათა ქსელი საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიის“ მე-11 პავილიონში, თსუ სტენდთან იწვევს მკითხველებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, „თბილისის წიგნის დღეების“ ფარგლებში, თსუ წიგნის მაღაზია შემდეგ ღონისძიებებს გამართავს:
18 ნოემბერს, 12:00 საათზე, წიგნის „მართლწერის ლექსიკონი მედიისათვის“ წარდგინება (მთავარი სცენა).
აქცია #ეკვილიბრიუმი, რაც გულისხმობს თსუ სტენდთან განთავსებულ სკივრში წიგნების შეგროვებას ნიქოზის ბიბლიოთეკისთვის. სკივრში წიგნის განთავსების საშუალება ნებისმიერ მსურველს ექნება.
და რა თქმა უნდა – 60 %-მდე ფასდაკლება თსუ გამომცემლობის წიგნებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები