პეტრო პოროშენკო დაკითხვაზე დაიბარეს

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაკითხვაზე დაიბარა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
პოროშენკოს დაკითხვა 2014 წელს კიევის ცენტრალურ მოედანზე, მაიდანზე დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების საქმის გამოძიების ფარგლებში მოხდა.
უკრაინული მედიის ცნობით, პოროშენკოს მოწმის სტატუსით დაკითხავენ.
ამ საქმეზე უკვე მოხდა შს მინისტრის არსენ ავაკოვის, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსანდრე ტურჩინოვის, ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრის არსენ იაცენიუკის დაკითხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები