რუსულ ავიამზიდზე ბაზირებულმა თვითმფრინავებმა სირიის დაბომბვა დაიწყეს

რუსულ ავიამზიდ „ადმირალ კუზნეცოვზე“ ბაზირებულმა თვითმფრინავებმა სირიის დაბომბვა დაიწყეს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს აცნობა.
“ოპერაცია დილის 10.30-ზე დაიწყო. მთავარი სამიზნეებია ტერორისტების მომზადების ცენტრები, იარაღის საცავები და ნაღმების და ბომბების დამზადების ადგილები“, – განაცხადა შოიგუმ.
„ადმირალ კუზნეცოვის“ გარდა, ოპერაციაში ხომალდი „ადმირალ გრიგოროვიჩიც“ მონაწილეობს. ხომალდები ამჟამად ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში იმყოფებიან.
დასავლეთი რუსეთს სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში ადანაშაულებს. მოსკოვი ამ ბრალდებებს უარყოფს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები