გიორგი კახიანი: საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში, ალბათ, 3-4 ფრაქცია ჩამოყალიბდება

“საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში, ალბათ, 3-4 ფრაქცია იქნება ჩამოყალიბებული”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა „ქართული ოცნების“ ოფისის დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატები პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ.

“ამ შეხვედრაზე საუბარი იყო საორგანიზაციო საკითხებზე, იმ საკითხებზე, რომლებიც დღის წესრიგით, პარლამენტის პირველი სხდომის განსახილველი საკითხებია. ეს ეხება ფრაქციების, კომიტეტების დაკომპლექტებას, ბიუჯეტის განხილვას, მთავრობის ფორმირებას და ა.შ. საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებული საკითხები იყო განხილული. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, თუმცა, ალბათ, უმრავლესობის შემადგენლობაში 3-4 ფრაქცია იქნება ჩამოყალიბებული“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები