“ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერთა დიდმა ნაწილმა მოსული დატოვა

ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერთა დიდმა ნაწილმა ოჯახებთან ერთად ერაყის ქალაქი მოსული დატოვა. ქალაქს ამჟამად ერაყის შეიარაღებული ძალები უტევენ და მისი ნაწილი უკვე აიღეს.
„ისლამური სახელმწიფოს” ლიდერთა დიდმა ნაწილმა მოსული დატოვა, რამაც რიგით „ბოევიკებში“ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მათი საბრძოლო შემართება დაეცა“, – განაცხადა ერაყის ბრიგადის გენერალმა ფარის რადიმ.
მისივე ინფორმაციით, „ბოევიკები“ კვლავაც იღებენ დახმარებას სირიიდან და ამჟამად შეიარაღებული ძალების ამოცანა ამ კორიდორის გადაკეტვაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები