ამერიკულმა საფონდო ინდექსმა ზრდა დაიწყო 

ამერიკულმა საფონდო ინდექსმა Dow Jones-მა ზრდის რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა. საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ სხვა საფონდო ინდექსებმაც ზრდა პირველად დაიწყეს.
Dow Jones 21 პუნქტით გაიზარდა 18868,69 პუნქტამდე, მსგავსი ტემპით ზრდა ბოლოს 2011 წელს დაფიქსირდა.
ინვესტორები იმედოვნებენ, რომ დონალდ ტრამპის პოლიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს.
ამასთანავე რუსი ეკონომისტები აცხადებენ, რომ ტრამპის გამარჯვების შემდეგ რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის  და კრიზისიდან ქვეყნის   უახლოეს მომავალში გამოყვანა შეუძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები