ალეპოში დღე-ღამის განმავლობაში სამი საავადმყოფო დაბომბეს

სირიის ქალაქ ალეპოს დასავლეთ ნაწილში ერთი დღე-ღამის განმავლობაში სამი საავადმყოფო დაბომბეს. ამის შესახებ „ბი ბი სის“ ლონდონში განლაგებულ ადამიანის უფლებათა ცენტრში აცნობეს.
უფლებადამცველთა ინფორმაციით, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, ავიადარტყმა ან რუსეთის ან ბაშარ ასადის ავიაციამ განახორციელა.
რუსი სამხედროები ირწმუნებიან, რომ მათი ავიაცია მხოლოდ „ბოევიკების“ პოზიციებს ბომბავს.
სირიაში 2011 წლიდან სამოქალაქო ომი მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები