ჩინეთში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელმაც სოფლის ადმინისტრაციის უფროსი მოკლა

მამაკაცი, რომელმაც ჩინეთის ერთ-ერთი სოფლის ადმინისტრაციის უფროსი მოკლა, სიკვდილით დასაჯეს.  ამ საქმის გარშემო ატეხილი დიდი აჟიოტაჟის მიუხედავად, სასიკვდილო განაჩენი სისრულეში მოიყვანეს.
ჩინეთის ხელისუფლება არ აკონკრეტებს, თუ რა მეთოდით დასაჯეს სიკვდილით ცზია ცზინლონგი. მას, სავარაუდოდ, სასიკვდილო ინიექცია გაუკეთეს. სიკვდილით დასჯამდე ის თავის ნათესავებს შეხვდა.
ცზია ცზინლონგმა სოფლის ადმინისტრაციის უფროსი 2015 წელს მოკლა. მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე სოფელ;ში მამაკაცის სახლი დაანგრიეს და კომპენსაცია არ გადაუხადეს, რის გამოც მან შეყვარებულზე დაქორწინება გააუქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები