რუსეთში ქრთამის აღებისთვის ეკონომიკური განვითარების მინისტრი დააკავეს

რუსეთში ეკონომიკური განვითარების მინისტრი  ალექსეი ულიუკაევი დააკავეს. მას კომპანია „ბაშნეფტსა“ და „როსნეფტს“ შორის კონტრაქტზე დადებითი დასკვნისთვის 2 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის აღება ბრალდება.  ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, გამოძიებას უშიშროების ფედერალური სამსახური და საგამოძიებო კომიტეტის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეების საგამოძიებო სამსახური აწარმოებდნენ.
გამოძიების ინფორმაციით, ულიუკაევმა 2016 წლის 14 ნოემბერს 2 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამი აიღო, რის სანაცვლოდაც ეკონომიკის სამინისტრომ კომპანია „როსნეფტს” დადებითი დასკვნა მისცა კომპანია „ბაშნეფტის“ აქციათა სახელმწიფო პაკეტის შესაძენად.
ამჟამად დაკავებული მინისტრის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილება.
რუსეთის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ულიუკაევს სამართალდამცველი ორგანოები ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უთვალთვალებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები