თურქეთის ვიცე-პრემიერი – ევროკავშირი თურქეთზე ზეწოლას ახორციელებს

თურქეთის ვიცე-პრემიერმა ნუმან კურტულმუშმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დასკვნა თურქეთთან დაკავშირებით მიკერძოებულია.
„ამ მიკერძოებული დოკუმენტის მიზანია თურქეთზე ზეწოლა იმ დროს, როდესაც ქვეყანა ტერორიზმის წინააღმდეგ გადამწყვეტ ბრძოლას აწარმოებს“, – განაცხადა კურტულმუშმა.
მისი თქმით, მოხსენების ავტორები თურქეთის მიმართ მტრულად არიან განწყობილნი. ვიცე-პრემიერმა ევროპარლამენტის ხელმძღვანელის, მარტინ შულცის განცხადებებს ანკარის წინააღმდეგ „ღია მუქარა“ უწოდა და აღნიშნა, რომ თურქეთის ფეთჰულაჰ გიულენის ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს, რომლებსაც ხელისუფლება 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები