კოლორადოს შტატში მამაკაცი გაამართლეს, რომელმაც ციხეში გაუპატიურებისთვის 28 წელი გაატარა

აშშ-ის კოლორადოს შტატის ნაფიცმა მსაჯულებმა მამაკაცი გაამართლეს, რომელმაც ციხეში გაუპატიურებისთვის 28 წელი გაატარა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
მთელი ამ ხნის განმავლობაში, კლარენს მოზეს ელი აცხადებდა, რომ უდანაშაულოა.
მამაკაცი გასული წლის დეკემბერში გაათავისუფლეს, ახლა კი ის სასამართლომ გაამართლა. სასამართლოს შენობიდან გამოსვლის შემდეგ, მოზეს ელმა განაცხადა, რომ ის სასამართლოზე ნაწყენი არ არის და იმედი გამოთქვა, რომ მისი საქმის განხილვა სასამართლო სისტემის მუშაობის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.
თავის დროზე ელი მხოლოდ გაუპატიურებული ქალის ჩვენებების საფუძველზე გაასამართლეს. მისი დნმ-ს ანალიზმა ბრალეულობა არ დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები