აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ნიუ-იორკის ყოფილი მერი მოიაზრება

სააგენტო Reuters ინფორმაციით, ნიუ-იორკის ყოფილი მერი რუდი ჯულიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მთავარ კანდიდატად მოიაზრება.
72 წლის რუდი ჯულიანი ნიუ-იორკის მერის თანამდებობას ორი ვადის განმავლობაში – 1994-2001 წლებში იკავებდა, მათ შორის 11 სექტემბრის შემდგომ კრიზისულ პერიოდში. ის მჭიდროდ თანამშრომლობდა მაშინდელ პრეზიდენტთან, ჯორჯ ბუშთან. ჯულიანი დონალდ ტრამპის ძველი მხარდამჭერია, ის მრავალი წელია ამერიკელი მილიარდერის მეგობარია, ჯულიანი ხშირად მწვავედ აკრიტიკებდა დონალდ ტრამპის მეტოქეს პრეზიდენტის თანამდებობაზე, ჰილარი კლინტონს.
როგორც გამოცემა “The Wall Street Journal”-ი წერს, რუდი ჯულიანმა 14 ნოემბერს განაცხადა , რომ დონალდ ტრამპი რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობებს გადატვირთავს.
ამასთან, სააგენტო Reuters-ი წერს, რომ სავარაუდო კანდიდატებად სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონ ბოლტონი და წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნიუტ გინგრიჩიც სახელდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები