გერმანიაში “ისლამური სახელმწიფოს” მომხრეების წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობს

გერმანიაში „ისლამური სახელმწიფოს სავარაუდო მომხრეების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ადგილობრივი დროით დილის 06:30 საათიდან ათი ფედერალური მიწის ტერიტორიაზე ტარდება.
ინფორმაციას მომხდარის შესახებ “დოიტჩე ველე” ავრცელებს.
რადიკალური სალაფიტური დაჯგუფების, “ჭეშმარიტი რელიგიის” წევრების 200-ზე მეტ ბინასა და ოფისში ჩხრეკა ჩატარდა. ოპერაციის ძირითადი ნაწილი გერმანიის დასავლეთ ნაწილსა და ბერლინში მიმდინარეობს. ჩხრეკა ჩატარდა ესენში, მაინის ფრანკფურტში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში, ბავარიაში, ქვემო საქსონიაში, ასევე ჰამბურგსა და ბრემენში.
გერმანული მედიის ინფორმაციით, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო დაჯგუფების, “ჭეშმარიტი რელიგიის” აკრძალვას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები