შსს-მ ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური „სარფის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას, ვისბადენის ინტერპოლის მიერ მიმდინარე წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე კ. ჩ. დააკავეს.

დაკავებული საქართველოში შემოსვლას ვისბადენის ინტერპოლის მიერ მიმდინარე წლის ივნისიდან ძებნილი, „რენჯ როვერის“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ცდილობდა.

კ.ჩ.-ს ბრალი ედება გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლის 1-ლი და მე-5 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც ჯგუფის მიერ პროფესიონალურ თაღლითობას გულისხმობს.

ამჟამად დაკავებული პირის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები, ხოლო აღნიშნულ ავტომანქანასთან დაკავშირებით, გამოძიებას შსს-ს საპარტულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილება აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები