სტაბოლში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

სტამბოლში ერთ-ერთი კომპიუტერიული კომპანიის ოფისში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი CNN Turk-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ასაფეთქებელი მოწყობილობა ამანათში იყო მოთავსებული, რომელიც ოფისში კურიერმა შეიტანა. ინციდენტი სტამბოლის მალტეპების რაიონში მოხდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანები და სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
მანამდე აფეთქება მოხდა თურქეთის ქალაქ დერიკის ადმინისტრაციის შენობასთან. ინციდენტის შედეგად დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის ადმინისტრაციის უფროსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები