საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა 19 ნოემბერს გახდება ცნობილი

“საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა 19 ნოემბერს გახდება ცნობილი“,-ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, განცხადებას მთავრობის შემადგენლობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გააკეთებს.
„პრემიერი გააკეთებს განცხადებას, ვინ იქნება მინისტრთა კაბინეტში და ვინ – არა. საქართველოში ყველაფერი ხდება ცნობილი და არც ეს დაიმალება, იქნება 19 რიცხვში. 19 რიცხვამდე ბევრი არაფერია დარჩენილი. მე ვარ კონსულტაციებში ჩართული და მხარს დავუჭერ პრემიერის მიერ წარმოდგენილ მინისტრთა კაბინეტს“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები