ბილ და ჰილარი კლინტონების გაყრის შესახებ ინფორმაცია ფეიკი აღმოჩნდა

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებულმა კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა მეუღლესთან გაყრის შესახებ განცხადება შეიტანა, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება. სენსაციური ინფორმაცია დღეს გაზეთ The Christian Times-ის ინტერნეტ-პორტალზე გავრცელდა, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს საიტი გაზეთის პორტალი არ არის და მხოლოდ მისი დიზაინი აქვს დაკოპირებული. ფეიკის გამავრცელებლები იუწყებოდნენ, რომ ჰილარი კლინტონმა ნიუ-იორკის შტატში გაყრის შესახებ განცხადება შეიტანა და ამის მიზეზად მეუღლესთან „გადაუჭრელი წინააღმდეგობები“ დაასახელა. „ხუმრობის“ ავტორებმა ჰილარი კლინტონის მიერ თითქოს დაწერილი განცხადებაც კი გამოაქვეყნეს. ეს ინფორმაცია უმალვე გავრცელდა ამერიკულ და მსოფლიო მედიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები