უკრაინის უმაღლეს რადაში ჩხუბი მოხდა (ვიდეო)

უკრაინის უმაღლეს რადაში დეპუტატებს შორის ჩხუბი მოხდა. ერთმანეთს უმაღლესი რადის წევრები, ოლეგ ლიაშკო და იური ბოიკო დაუპირისპირდნენ.
ჩხუბი შესათანხმებელ საბჭოზე მოხდა. ბოიკო ლიაშკოს ფიზიკურად იმ მომენტში დაუპირისპირდა, როდესაც ის სიტყვით გამოდიოდა.
„ბოიკო და ლევოჩკინი დადიან მოსკოვსა და კრემლში და იქ ინსტრუქციებს იღებენ. მე მაინტერესებს, რატომ არ არიან ისინი ციხეში?”- იკითხა ლიაშკომ.
სწორედ ამ დროს ბოიკო ლიაშკოსთან მივარდა და მას რამდენჯერმე სახეში დაარტყა. ამის შემდეგ დეპუტატები კოლეგებმა გააშველეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები