ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირს მოსკოვში წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

მოსკოვის სასამართლომ ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის ესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„1993 წელს დაბადებულ შუხრატბეკ ეკსანბაევს 12 იანვრამდე წინასწარი პატიმრობა შეეფარდა“, – განუცხადეს „ინტერფაქსს“ სასამართლოში.
ეკსანბაევი ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობაში, იარაღის და ტყვია-წამლის უკანონო მიმოქცევაში, ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენაში, შენახვასა და ტარებაშია ეჭვმიტანილი.
რამდენიმე დღის წინ სანკტ-პეტერბურგის კალინინის რაიონის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა რვა ადამიანს შეუფარდა, რომლებიც ასევე ტერორიზმში არიან ეჭვმიტანილები.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულები ტერაქტებს მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში გეგმავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები