ხატია დეკანოიძე თანამდებობიდან გადადგა

უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსი ხატია დეკანოიძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება.
„ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში მე გავაკეთე ყველაფერი, რაც კი შემეძლო, რათა ყველა ეს პრინციპი დაცული ყოფილიყო. მე, როგორც პირობა დავდე, წლის განმავლობაში შევქმენი ფუნდამენტი ახალი ეროვნული პოლიციის განვითარებისთვის. მე თქვენი და თქვენი ინტერესების ერთგული დავრჩი ბოლო წუთამდე. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი უფლებამოსილება და სურვილი არ აღმოჩნდა საკმარისი ცვლილებებისთვის. ჩემი ფუნქცია შესრულებულია და, შესაბამისად, გადადგომის შესახებ ვაკეთებ განცხადებას“, – წერს ხატია დეკანოიძე ფეისბუქის გვერდზე.
დეკანოიძის მოსალოდნელი გადადგომის შესახებ ჭორები 2016 წლის მაისიდან ვრცელდება, როდესაც უკრაინის შს მინისტრის მოადგილის პოსტი ეკა ზღულაძემ დატოვა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები