„ქართული ოცნება“ ადამიანის უფლებათა ცენტრის კომიტეტის თავმჯდომარედ სოფო კილაძეს წარადგენს, სპორტის კომიტეტის ხელმძღვანელად კი მიხეილ ყაველაშვილს

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ორი საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელობის კანდიდატების წარდგენის შესახებაა საუბარი. განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე სოფო კილაძის კანდიდატურას წარადგენს. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – გედევან ფოფხაძე, მოადგილე კი – რატი იონათამიშვილი იქნება.
„ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა იქნება წარდგენილი. პირველი მოადგილის თანამდებობაზე შოთა ხაბარელი, მოადგილის თანამდებობაზე კი ბიძინა გეგიძის კანდიდატურების წარდგენა იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები