ავსტრიაში სუტენიორთა ჯგუფი დააკავეს

ავსტრიის პოლიციამ ექვსი პირი დააკავა, რომლებიც სუტენიორობაში არიან ეჭვმიტანილები. პოლიციის ცნობით, ეს პირები 150 ჩინელ ქალს ვენასა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მეძავებად ამუშავებდნენ.  ამის თაობაზე “ბი-ბი-სი“ იუწყება.
პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები ქალებს  ავსტრიის ვიზებში 10 ათას დოლარს ახდევინებდნენ და ამ ქვეყანაში დასაქმებას ჰპირდებოდნენ. შემდეგ კი ავსტრიაში პასპორტებს ართმევდნენ და საროსკიპოებში ამუშავებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები