„ჩანაწერებში ისმის, როგორ უყვებიან ვიღაც მამაკაცს, რომ ადამიანი მოკლეს, ის კი ამბობს, ცხედარს მჟავა რატომ არ დაასხითო“

თბილისში მომხდარი, 76 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველები კიდევ ერთ პირს ეძებენ. ამის შესახებ გაზეთი ”კვირის პალიტრა” წერს. გამოცემის ინფორმაციით, პოლიცია კიდევ ერთ პირს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ეძებს, რომელსაც მოკლულის შვილმა ირმა ყოჩიაშვილმა და მისმა შეყვარებულმა ბექა შენგელიამ ჩადენილი დანაშაულის შესახებ უამბეს.
“დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის კიდევ ერთ პირს ეძებს პოლიცია. ჩანაწერებში ისმის, როგორ უყვებიან ვიღაც მამაკაცს, რომ ადამიანი მოკლეს, ის კი ამბობს, ცხედარს მჟავა რატომ არ დაასხითო, ხმის ნიმუშები აუღეს კვარაცხელიასა და ამირანაშვილს, ნაგავსაყრელიდან ამოღებულია დანა. უნდა გაირკვეს, იმ დანით ხომ არ დაანაწევრეს ცხედარი. დადგენილია, რომ როცა ცხედარი ნაგავსაყრელზე მიჰქონდათ, გზაში ცუდად გახდა ნინა ჩ. და მისთვის ირმამ აფთიაქში დამამშვიდებელი აბები შეიძინა”, – ნათქვამია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები