აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის მრჩეველი სარკინიგზო ტურიზმის განვითარებაზე საუბრობს

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედების შემდეგ აზერბაიჯანმა სარკინიგზო ტურიზმი უნდა განავითაროს. ამის შესახებ სააგენტო „ტრენდს“ აზერბაიჯანის  ტურიზმის ასოციაციის მრჩეველმა მუზაფარ აგაკერიმოვმა განუცხადა.
მისი თქმით, ასე, „აბრეშუმის გზაზე“ მდებარე ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვა გახდება შესაძლებელი.
აგაკერომოვის განცხადებით, სარკინიგზო ტურიზმი აზერბაიჯანში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში არსებობდა და ის ქვეყანაში ჩასულ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ადგილის მონახულების საშუალებას აძლევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები