მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით კონსულტაციები ამ დრომდე გრძელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით კონსულტაციები ამ დრომდე გრძელდება. ჯეჯელავას ინფორმაციით, თავად მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში რჩება.
“პრემიერის გადასაწყვეტია და ძალიან მალე ჩვენ შევიტყობთ ყველაფერს პრემიერისგან. ცვლილებებზე კონსულტაციები მიმდინარეობს, მე ასე ვიცი, რომ ვრჩები ახალ კაბინეტში და გავაგრძელებ მუშაობას. დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერის გუნდი იქნება არანაკლებ პროფესიული და უფრო უკეთესი, ვიდრე იყო აქამდე“, -განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
გიორგი კვირიკაშვილმა ახალ პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა ნდობის გამოსაცხადებლად პირველი სხდომიდან არაუგვიანეს 2 კვირაში უნდა წარუდგინოს.