ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, ბოიკო ბორისოვმა, ქვეყნის სახალხო კრებაში მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადება შეიტანა. ამის შესახებ ბულგარეთის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახური იუწყება.
როგორც ბორისოვმა განაცხადა, პრემიერ-მინისტრი თანამდებობას იმის გამო ტოვებს, რომ მისი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა ცეცკა ცაჩევამ საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვა.
ქვეყნის მთავრობა ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირებამდე ფუნქციებს შეასრულებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბორისოვის მთავრობის გადადგომის გამო, შესაძლოა, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები